Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რეზონანსი - ლარის მორიგი დაცემის გამო იმპორტიორები გაძვირებაზე ალაპარაკდნენ
ambebi.ge
27 April 2017, 13:20
ბოლო დროს დაწყებული სურსათის გაიაფების პროცესი, რომელიც ზოგიერთი დასახელების პროდუქციაზე 10%-საც კი აღწევდა, ლარის კურსის ბოლოდროინდელმა მკვეთრმა ვარდნამ შეაჩერა.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმპორტიორები ამბობენ, რომ გაიაფების პროცესი ნამდვილად დასრულდა, მათი ნაწილი კი ფასების ზრდასაც პროგნოზირებს.

ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ შედარებით გამყარებული ლარი ისევ სწრაფად გააუფასურა, რამაც ბიზნესმენებს სტაბილურობის განცდა გაუქარწყლა. ეროვნული ბანკის ოფიციალურმა კურსმა ლამის 2,48-ს მიაღწია, ხოლო გარე სავალუტო ბაზარზე 2,49-საც კი გადააჭარბა. სულ რაღაც 7-8 დღის წინ ლარი 2,38-ის ფარგლებში ტრიალებდა.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გააჩინა იმედი, რომ იმპორტირებულ პროდუქციაზე Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ფასები ნელ-ნელა დაიკლებდა და ხალხსაც გარკვეული შეღავათი მიეცემოდა. ასეთივე პროგნოზი ჰქონდათ იმპორტიორებსაც, რომლებიც ძლივს დაწყებული სურსათის გაიაფების პროცესის გაგრძელების იმედს იძლეოდნენ. უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ ტენდენცია გაგრძელდებოდა და უკვე მაისის ბოლოს მომხმარებელი პროდუქტის გაიაფებას აშკარად იგრძნობდა. ამის მთავარ პირობად კი ლარის კურსს ასახელებდნენ. მათი პროგნოზით, პირველ ეტაპზე ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი გაიაფდებოდა და ამას ტენდენციის ხასიათი ექნებოდა. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტს, ცვლილება ეტაპობრივად, ლარის კურსის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო.

ვითარება სულ რაღაც 1 კვირაში რადიკალურად შეიცვალა. ბოლო დღეებში ლარი მკვეთრად გაუფასურდა და გაიაფების პროცესი დიდი ხნით გადაიდო. მეტიც, შესაძლოა, 10%-ით შემცირებული ფასები ისევ გაიზარდოს.

კომპანია "დუს" ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ თუკი ეროვნული ვალუტის გაუფასურება გაგრძელდება, ფასის ზრდას შეუქცევადი ხასიათი ექნება.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი